ნუნისის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ახალი სასტუმრო "სამთა". სასტუმრო სამსართულიანია და 7 ნომერს მოიცავს. თითოეულ ნომერს აქვს საკუთარი სველი წერტილები. პირველ სართულზე განთავსებულია სამი ორადგილიანი ნომერი, აქედან ორი კომფორტული 2-ადგილიანი ნომერი და ერთიც პანორამული 1-ოთახიანი ნომერი განსაკუთრებით ლამაზი ხედით.მეორე სართულზე განთავსებულია ერთი პანორამული 2-ოთახიანი და ერთი კომფორტული 2-ადგილიანი ნომერი. მე-3 სართულზე, არის ორი მანსარდული 3-ადგილიანი ნომერი.სულ სასტუმროში - 7 ნომერია.