ნუნისის სამკურნალო წყალი – მისი თვისებები და ჩვენება
კურორტ ნუნისზე და მის საოცარ, სამკურნალო თვისებების მქონე წყალზე არაერთი ისტორიული ლეგენდა და თქმულება მოგვითხრობს, რომელთა ნამდვილობაშიც ნუნისში მოხვედრილი დამსვენებლები თავადვე რწუმნდებიან, მკურნალობის შედეგები უტყუარი საბუთია მათი ნამდვილობისა.
ნუნისი არის ადგილი, სადაც მხოლოდ ბუნებრივი საშუალებით – სამკუნალო წყლით, ულამაზეს ბუნებაში, ტყის შუაგულსი, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგიძლიათ მიიღოთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები. ამისთვის გამოიყენება მინერალური წყლის აბაზანები და შხაპები, რომელთაც ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ნიშნავს კურორტის ექიმი -დერმატოლოგი.
ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი (ეგზემა), წითელი ბრტყელი ლიქენი, პრურიგო, სებორეული დერმატიტი… ეს იმ ქრონიკული კანის დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მკურნალობაც და რემისიაში გადაყვანაც ხშირად პრობლემას წარმოადგენს. ბუნებრივია ყველა დაავადების მკურნალობის გზაზე მთავარი სწორი დიაგნოზია და ამისათვის შეუცვლელი როლი ექიმ დერმატოლოგს აკისრია. დიაგნოზის დასმის შემდეგ კი იწყება მკურნალობის კურსი, ხშირად ხანგრძლივი და კომპლექსური. რიგ შემთხვევებში კანის ქრონიკულ დაავადებებს თან ახლავს ისეთი შემაწუხებელი სიმპტომები, როგორებიცაა: ქავილი, კანის სიმშრალე, წვა,ტკივილი, დისკომფორტი… რაც, რა თქმა უნდა ასოცირებულია კანის გამონაყართან და აქედან გამომდინარე ხშირად არის საფუძველი პაციენტის ფსიქოლოგიური პრობლემების: იკლებს თვითშეფასება, ცხოვრების ხარისხი, იმატებს სტრესი, შფოთვა, დეპრესია, უიმედობის განცდა…სწორედ აქ გვევლინება მხსნელად და მშველელად ნუნისის წყალი, რომლის წყალობითაც არაერთმა უიმედო პაციენტმა დაიბრუნა იმედი და ცხოვრების ხალისი, დავიწყებას მისცა კანის პრობლემები და თანამდევი შემაწუხებელი სიმპტომები.
აღნიშნული კანის დაავადებებიდან საკმაოდ გავრცელებული ნოზოლოგიაა ფსორიაზი, იგი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქერცლით და ქერქით დაფარული ფსორიაზული პაპულებით და ბალთებით. უპირატესად ლოკალიზებულია კიდურებზე, თავის თმიან არეზე, არაიშვიათად სხეულზეც. ხშირად თან ახლავს ქავილი, შეიძლება აღინიშნებოდეს წვრილი და მსხვილი სახსრების დაზიანება- ფსორიაზული ართრიტი, ფრჩხილების დაზიანება(სათითისებრი ფრჩხილები). ფსორიაზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობა, ოჯახური ანამნეზი. ფსორიაზი გამწვავებებით და რემისიებით (გამონაყარის გარეშე პერიოდი) მიმდინარე დაავადებაა. გამწვავების მიზეზი შეიძლება გახდეს სტრესი, ემოციური ფაქტორი, კანის ტრავმა (კებნერის ფენომენი), ქირურგიული ჩარევა, ჭრილობა, დამწვრობა, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ინფექციური დაავადებები, სხვადასხვა ფონური დაავადება და ა.შ. ასეთი პაციენტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების რემისიის სტადიაში გადაყვანა და ამ უკანასკნელის გახანგრძლივება, ამ ყველაფერში კი ნუნისის წყალით ჩატარებული ბალნეოპროცედურებს თავის შეუცვლელ წვლილს შეიტანს და დაგეხმარებათ.
ასევე, არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს ნუნისის წყალს ატოპიური დერმატიტის შემთხვევაშიც. ეს უკანასკნელი, ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც, რომელიც უვითარდებათ ატოპიისადმი გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებს. ამ დროს იმატებს კანის მგრძნობელობა სპეციფიურ და არასპეციფიურ გამღიზიანებლებზე. ხასიათდება უპირატესად კანის სიმშრალით, აქერცვლით, ექსუდაციური ან ლიქენოიდური გამონაყარით, ნახეთქებით. ხშირად თან ახლავს შემაწუხებელი ქავილი, წვა, ტკივილი, დისკომფორტი, მოუწესრიგებელი ძილი, გაზრდილი ემოციური ფონი, მეორადი ინფექციების განვითარების მაღალი რისკი.
არსებობს გამოსავალი? დიახ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ეს ნუნისის უნიკალური წყალია, თავისი არნახული სამკურნალო თვისებებით, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ გააჩნია.
თუ ადრე ითვლებოდა, რომ ნუნისის წყალი დაავადებებს ჯადოსნობით კურნავდა, ახლა დადგენილია, რომ მის სამკურნალო თვისებებს სწორედ მისი უნიკალური და უანალოგო შემადგენლობა განსაზღვრავს:
ნუნისის წყალი გამოირჩევა დაბალი მინერალიზაციით და მაღალი ტუტიანობით (- PH 8,3 – 10,4). ეს არის სუსტად სულფიდურ, ქლორიდულ, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, სუბთერმული წყალი, რომლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. უხვად შეიცავს სილიციუმის მჟავას, ბიოლოგიუად აქტიური ნივთიერებებს და ანტიოქსიდანტებს, აგრეთვე, ისეთ მიკროელემენტებს და იონებს როგორიცაა: კალიუმი,კალციუმი, რკინა, ბრომი, ქლორი, იოდი და ა.შ
მისი ასეთი შემადგენლობა განაპირობებს კანში კარგ პენეტრაციას და კანის შედარებით ღრმა შრეებზე ზემოქმედების უნარს შესაბამისად, დადებით სამკურნალო ეფექტს ქრონიკული დერმატოზების დროს .მას აქვს ანტიანთებითი, ამქერცლავი, დამამშვიდებელი ეფექტი.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მაღალი ტუტიანობის წყალობით შლის და აცილებს კანს ზედა გაუხეშებულ ფენებს, ჩადის ღრმად ქვედა ფენებში და ჩააქვს ყველა საჭირო სამკურნალო მინერალები და ნივთიერებები რომლებიც მის შემადგენლობაშია. ეს ისე სწრაფად ხდება, კანი იმდენად კარგად იწოვს წყალს, რომ წყლიდან ამოსვლის შემდეგ პაციენტები აღნიშნავენ რომ კანზე წყლის კვალი რამდენიმე წამში ქრება, თითქოს პირსახოცით შეამშრალესო. ამას ინექციის ეფექტსაც ეძახიან.
ნუნისის წყლით ჩატარებული ბალნეოპროცედურების შედეგად, თქვენ იღებთ ქრონიკული დერმატოზების ხანგრძლივ რემისიას, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს, ან სრულ განკურნებას. იხსნება შემაწუხებელი ქავილი, დისკომფორტი, მცირდება ან სრულიად ქრება გამონაყარი, დავიწყებას მიეცემა უძილო ღამეები, დაბალი თვითშეფასება. მაგრამ, რათქმა უნდა, ამ შედეგის მიღწევა ერთ დღეში ვერ მოხდება. საჭიროა ექიმის რეკომენდაციების ზუსტი და თანმიმდევრული შესრულება, პროცედურების ერთი ან რამდენიმე კურსის ჩატარება, პროცედურების ხანგრძლივობის თანდათანობითი მომატება ან დარეგულირება. დრო კი ამ შემთხვევაში თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ნუნისის წყალი დადებითად მოქმედებს, არა მხოლოდ კანის, არამედ პერიფერიული ნერვული სისტემის და ძვალ-კუნთოვანი სისტემის მთელ რიგ დაავადებებზე.
ნუნისის სამკურნალო ბალნეოთერაპიული კურსის დაწყებამდე, თქვენ გადიხართ კონსულტაციას ექიმ დერმატოლოგთან, ან საჭიროებისამებრ თერაპევტთან. იღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენს დაავადებაზე და იგეგმება ბალნეოთერაპიის კურსი. პროცედურების რაოდენობა და ხანგრძლივობა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია და ინიშნება პაციენტის ასაკის, დაავადების კლინიკური სურათის შეფასების საფუძველზე.
აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ რიგი დაავადებების დროს, ან ზოგიერთი ქრონიკული დერმატოზის მწვავე ფაზაში ბალნეოთერაპია არ გამოიყენება, ამიტომ სასურველი, კურორტზე ჩამოსვლამდე კურორტის დერმატოლოგთან ტელეფონით კონსულტაციის გავლა, ეს მომსახურება ყოველთვის უფასოა დამსვენებლებისათვის.
გამოსავალი არსებობს! ის უამრავი მადლიერი პაციენტისათვის უკვე მიღწეულია კურორტ ნუნისის უკილაური წყლის და არაჩვეულებივი გარემო ფაქტორების დახმარებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნუნისის მოსაზღვრედ მდებარეობს სოფელი ზვარე, რომელიც ოდითგანვე განთქმულია თავისი უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლებით (ზვარეს მინარალური წყლები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიების დროს და თავისი შემადგენლობით წარმოადგენს კურორტ ესენდუკის მინერალური წყლების ანალოგს).