სპა-გამაჯანსაღებელი პროცედურები

ნუნისში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაიტაროთ სპა პროცედურები ჩვენი უნიკალური წყლით

ნუნისის კლუბი

 ნუნისში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაიტაროთ სპა პროცედურები ჩვენი უნიკალური წყლით, რომლის მსგავსი იშვიათია  დედამიწაზე.

 

ყოველგვარი ხელოვნური ნიღბებისა და ზედმეტი ჩარევების გარეშე გაიჯანსაღეთ სხეული, გაილამაზეთ და გაიახალგაზრდავეთ კანი, გაიუმჯობესეთ გარეგნობა, გაიხალისეთ ორგანიზმი. ამის შანსს კი გაძლევთ ჩვენ, კურორტი ნუნისი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა, ბუნებრივი მეთოდებით მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

 

ჩვენთან ჩატარებული სპა პროცედურები სრულიად განსხვავებულია, რომლის საიდუმლოც ნუნისის ჯადოსნური წყლის შემადგენლობაშია. საქმე ის გახლავთ, რომ ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა (pH8,3) ახასიათებს. ამის წყალობით კანის რქოვანი შრე იშლება და მინერალური წყალი კანში ღრმად აღწევს, ეს კი მის თერაპიულ მოქმედებას აძლიერებს. თავად წყლის სამკურნალო თვისებებს კი კაჟმჟავას მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს.