დაგვირეკეთ
599 22 55 80

დაჯავშნეთ ახლავე

გადახედეთ ჩვენს ოთახებს და პაკეტებს
An arial view of Nunisi forest

მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კურორტი

ნუნისის მინერალური წყლის შესახებ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში იყო ცნობილი. ბალნეოლოგიური კურორტი 1856 წლიდან მასპინძლობს მათ ვისაც სურს თვალწარმტაც ბუნებაში დაისვენოს. კურნავს კანის დაავადებებს და ღრმა რელაქსაციის პირობებში ახდენს ჯანმრთელობის რეაბილიტაციას. ბუნებრივად თბილი, აირით გაჯერებული, კაჟის, გოგირდისა და სხვა მინერალების შემცველი წყლის აბაზანებით საოცარი გამაჯანსაღებელ შედეგი მიიღწევა. შერეული ტყე, საუკუნოვანი ხეები, მწვანე გარემო, სამკურნალო ჰაერი, აბაზანები, და ნატურალური პროდუქტები საუკეთესოა ღრმა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

ნუნისის წყლის აღმოჩენის შესახებ ლეგენდა არსებობს, რომელიც დიდ ქართველ მეფეს, დავით აღმაშენებელს უკავშირდება. თქმულება მოგვითხრობს რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სიარულით დაღლილი ცხენები, რომელთაც კანი გადატყავებოდათ და წყლულები გასჩენოდათ, ნუნისის წყალში ჩაწოლილან და მალევე გამოჯანმრთელებულან. გახარებულ მეფეს სოფელში მდგარი ტაძრისთვის დიდძალი შესაწირი გაუღია. IX-X საუკუნეებში აგებული ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი დღესაც მოქმედია.

ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება IX საუკუნიდანაა ცნობილი. მოსახლეობამ შეამჩნია, რომ შინაური ცხოველები მინერალური წყლის დახმარებით მუნისგან იკურნებოდნენ, თავადაც სცადა მისი გამოყენება და შედეგიც მიიღო. დროთა განმავლობაში წყაროების სამკურნალო თვისებების შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო. ნუნისის წყალს “საამოსა და მარგებელს” უწოდებს XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი და აქტიურადაა მოხსენებული მის შრომებში.

An image of a relaxing forest river

ნუნისის სამკურნალო წყალი

ნუნისის სამკურნალო წყლალთან დაკავშირებული ლეგენდები თანამედროვე მეცნიერული კვლევებითა და სამკურნალო პრაქტიკით დასტურდება.
ნუნისში სამკურნალო წყლით რეაბილიტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის სიმბოლოდ იქცა.
ნუნისი არის ადგილი, სადაც მხოლოდ ბუნებრივი საშუალებით – სამკუნალო წყლით, ულამაზეს ბუნებაში, ტყის შუაგულში, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგიძლიათ მიიღოთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები. ამისთვის გამოიყენება მინერალური წყლის აბაზანები და შხაპები, რომელთაც ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ნიშნავს კურორტის ექიმი -დერმატოლოგი.

კურორტის პროფილური დაავადებები:
- ფსორიაზი
- ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
- წითელი ბრტყელი ლიქენი
- პრურიგო
- სებორეული დერმატიტი და სხვა

ნუნისში მიიღებთ ესთეტიკურ თერაპიასაც, კანის შესამჩნევ გაახალგაზრდავების ეფექტს.

შეიტყვეთ მეტი ნუნისის წყლის შესახებ

An view of Nunisi through the trees

სერვისი

- სამჯერადი კვება შედის ნომრის ღირებულებაში
- რესტორანი იღებს ინდივიდუალურ შეკვეთებს
- ექიმის კონსულტაცია
- აბანო და მასაჟის თერაპია
სასტუმროში ფუნქციონირებს ღია ბარი (ბილიარდით, ფილმების ჩვენებით) ეწყობა ექსკურსიები ბერების გამოქვაბულში (ე.წ. ნოეს კიდობანი), მამათა მონასტერში და ჩანჩქერზე.
სატუმროს აქვს 24 საათიანი დაცული ავტოსადგომი.ტერიტორაზე სტუმრები გადაყავთ საკუთარი საბაგირო გზით.
სასტუმროში არსებობს სამრეცხაო სერვისი. შინაური ცხოველების მიღება შესაძლებელია ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით.

ლოკაცია

კურორტი ნუნისი ხარაგაულის ცენტრიდან 22 კმ.-ით არის დაშორებული. სოფელ მოლითის რკინიგზის სადგურიდან ნუნისამდე 6 კმ.-ია. კურორტიდან 1,5 კმ. მანძილზე უახლოესი დასახლებული პუნქტი, ამავესახელწოდების სოფელი მდებარეობს.

კურორტი ნუნისი ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკს ემიჯნება. თბილისიდან 155 კმ-ით, ქუთაისიდან 84 კმ-ით, ხარაგაულიდან 22 კმ-ით და მოლითის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ-ით არის დაშორებული.

მოლითის რკინიგზის სადგურზე დამსვენებლებს ხვდებათ სასტუმროს მიკროავტობუსი.