კ უ რ ო რ ტ ი ნ უ ნ ი ს ი
სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი Nunisi Forest Hotel & SPA მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტეროტორიაზე (ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე). ნუნისი არის ბალნეო-კლიმატური კურორტი რომლის უნიკალურობასაც განსაზღვრავს ორი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის-სამკურნალო წყლისა და ჰავის შერწყმა. საქვეყნოდ ცნობილი წყლის აბაზანების გარდა, ნუნისი განთქმულია დღემდე ამოუცნობი მისტიური ღირშესანიშნაობებითა და ისტორიული ნაგებობებით.