გართობა

კურორტი ნუნისის ანიმატორები მუდმივად ზრუნავენ დამსვენებლების გართობაზე.

ნუნისის კლუბი

გართობა

კურორტი ნუნისის ანიმატორები მუდმივად ზრუნავენ დამსვენებლების გართობაზე. გასართობი პროგრამა ყოველდღე იცვლება. მოიცავს თამაშებს, დისკოთეკას, ფილმების ჩვენებასა და ექსკურსიებს. კურორტზე განთავსებულია ბარი, სადაც შეგიძლიათ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. მასშტაბურ ვერანდაზე ნებისმიერი აქტივობა შეგიძლიათ მოაწყოთ. ასევე, ითამაშოთ ბილიარდი და ისარგებლოთ სპორტული მოედნით.

 

ექსკურსიები

ექსკურსიების ფარგლებში დამსვენებლებს შეუძლიათ ჩანჩქერის, ბერების გამოქვაბულების (ნოეს კიდობანის) და IX-X საუკუნის ეკლესიის ნახვა. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თავისი ისტორიით და დისციპლინით, რომელიც შეუცვლელია და წარუშლელ კვალს ტოვებს საზოგადოებაში.
ექსკურსიები ტარდება მინიმუმ 3-5 კაციანი ჯგუფებისთვის.

 

საბაგირო

კურორტზე გადაადგილების მიზნით, ნუნისის დამსვენებლებს საბაგირო ემსახურებათ. საბაგირო ხეობას კვეთს და ნუნისის კურორტს გზასთან აკავშირებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში 9:00 დან 23:00 მდე.