მკურნალობა ნუნისში

ნუნისის მინერალური წყალი კურნავს კანის დაავადებებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას,

ნუნისის კლუბი

ნუნისის მინერალური წყალი კურნავს კანის დაავადებებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას,
ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, ახალისებს ორგანიზმს.

 

ნუნისში პაციენტების ჯანმრთელობასა და წყლისგან მიღებულ ეფექტს თვალს ადევნებს ექიმი დერმატოლოგი და თერაპევტი. მკურნალობა თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება.

 

ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის ჩვენებებს წარმოადგენს

ფსორიაზი – სტაციონარული ან რეგრესიული სტადია;

ნეიროდერმიტი – შემოსაზღვრული და დიფუზური, ექსუდაციის გარეშე;

სებორეული დარმატიტი – ქრონიკული სტადია;

ეგზემა – ჭეშმარიტი, დისჰიდროზული, პროფესიული ხასიათის;

ქრონიკული ჭინჭრის ციება, პრურიგო, მოხუცებულთა ქავილი – გამოხატული მსუბუქი ფორმითა და გაურთულებელი პიოდერმიით;

პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები – ნევრალგიები, ნევრიტები, რადიკულიტები.

 

ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის უკუჩვენებებს წარმოადგენს

ყველა დაავადება მწვავე და ქვემწვავე სტადიაში;

კანის ინფექციური დაავადებები – მიკოზები, პიოდერმიები, ვირუსული დაავადებები;

კანის პარაზიტული დაავადებები – მუნი, პედიკულოზი;

ყველა ვენერიული დაავადება გადამდებ ფორმასა და აქტიურ ფაზაში;

გულის დაავადებები – სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე–2 და მე–3 ხარისხი;

ჰიპერტონული დაავადება – მე-2 და მე-3 სტადია;

ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები;

თირკმლის, სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადებები;

ჰიპერთირეოზი;

ჰიპოთირეოზი – მძიმე ფორმა;

ორსულობა;

მასტოპათია.