კურორტი

კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე

ნუნისის კლუბი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში, ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი მდებარეობს(ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე). ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – ჰავა და მაღალი ტუტიანობით გამორჩეული წყალი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებს.


ნუნისის მაკურნებელი ძალის საიდუმლო წყლის შემადგენლობაშია. საქმე ის გახლავთ, რომ ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა (pH8,3) ახასიათებს. ამის წყალობით კანის რქოვანი შრე იშლება და მინერალური წყალი კანში ღრმად აღწევს, ეს კი მის თერაპიულ მოქმედებას აძლიერებს. თავად წყლის სამკურნალო თვისებებს კი კაჟმჟავას მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს.


კაჟმჟავას შემცველობის გამო ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე, ალერგიას,ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია.