სამთა ნუნისი
"Samta Park Hotel"
NUNISI

სამკურნალო პროცედურები

აბაზანები კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ზოგად გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად, პაციენტებს ენიშნებათ ბალნეო-კლიმატოთერაპია. თერაპია ემყარება აბაზანებს. ნუნისის მინერალური წყალი კურნავს დაავადებებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, ახალისებს ორგანიზმს. თერაპიის ხანგრძლივობა 10-15 დღეა. თერაპიის ფარგლებში პაციენტი იღებს 15-18 აბაზანას. თითოეული აბაზანა 15-20 წუთს გრძელდება. ბალნეოთერაპიის პროცესში გამორიცხულია მედიკამენტური მკურნალობა. იშვიათ შემთხვევებში, 4-5 აბაზანის შემდეგ, პაციენტებში ვლინდება ადგილიბრივი რეაქცია. იმატებს ქავილი, ინფილტრაციისა და ჰიპერემიის ხარისხი. მოცემულ სიტუაციაში, პაციენტებს ენიშნებათ გარეგანი ლოკალური საშუალებები, რის შემდეგაც ჩივილები განიცდის უკუგანვითარებას.
599 22 55 80
  • turntable