სამთა ნუნისი
"Samta Park Hotel"
NUNISI

ნუნისის წყალი

ნუნისის წყალი ნუნისში სამკურნალო მინერალური წყაროების ამოსავალი წერტილები განლაგებულია მდინარე ნუნისის წყლის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე, წყლის დონიდან 6-15 მეტრზე, მდინარე ზვარულას შესართავთან. ქიმიური ანლიზით დადგინდა, რომ წყლის ქიმიური შემადგენლობა არ იცვლება. ნუნისის წყალი შედარებით მაღალი ტუტიანობით (- PH 8,3 - 8,4) ხასიათდება. ის ღრმად აღწევეს კანის ქსოვილში და ხელს უწყობს კანში რქოვანი ფენების დაშლას. მინერალიზაცია წყალში დაბალია, თუმცა, შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ამონიუმი, კალიუმი, ბრომი, ბორის მჟავა და სხვა. კვლევის შედეგად, მასში აღმოჩონილია იოდისა და მარგანეცის იონებიც. წყალი შეიცავს გახსნილ გაზს 20-28 მილიგრამის ფარგლებში. მასში ჭარბობს აზოტი და ნაკლები ოდენობითაა მეტანი და გოგირდწყალბადი. ნუნისის მინერალური წყლის ქიმიური ანალიზი სამკურნალო თვისებები ნუნისის წყლის ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს წყლის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებას. კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ და გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად, პაციენტებს ენიშნებათ ბალნეო-კლიმატოთერაპია დაავადებები ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის ჩვენებებს წარმოადგენს ფსორიაზი - სტაციონარული ან რეგრესიული სტადია; ნეიროდერმიტი - შემოსაზღვრული და დიფუზური, ექსუდაციის გარეშე; სებორეული დერმატიტი - ქრონიკული სტადია; ეგზემა - ჭეშმარიტი, დისჰიდროზული, პროფესიული ხასიათის; ქრონიკული ჭინჭრის ციება, პრურიგო, მოხუცებულთა ქავილი - გამოხატული მსუბუქი ფორმითა და გაურთულებელი პიოდერმიით; პერიფერილი ნერვული სისტემის დაავადებები - ნევრალგიეები, ნევრიტები, რადიკულიტები; ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის უკუჩვენებებს წარმოადგენს ყველა დაავადება მწვავე და ქვემწვავე სტადიაში; კანის ინფექციური დაავადებები - მიკოზები, პიოერმიები, ვირუსული დაავადებები; გულის დაავადებები - სისხლის მიმოქცევის უკმარისობა 2ბ და 3 ხარისხი; ჰიპერტონული დაავადება - მე-2 და მე-3 სტადია; ექიმის მომსახურება ნუნისში პაციენტების ჯანმრთელობასა და წყლისგან მიღებულ ეფექტს თვალს ადევნებენ ექიმი დერმატოლოგი, თერაპევტი. კურორტზე შესაძლოა დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის დანიშვნა მომსახურება საგზურის ღირებულებაში შედის. აბაზანები კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ზოგად გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად, პაციენტებს ენიშნებათ ბალნეო-კლიმატოთერაპია. თერაპია ემყარება აბაზანებს. ნუნისის მინერალური წყალი კურნავს დაავადებებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, ახალისებს ორგანიზმს. თერაპიის ხანგრძლივობა 10-15 დღეა. თერაპიის ფარგლებში პაციენტი იღებს 15-18 აბაზანას. თითოეული აბაზანა 15-20 წუთს გრძელდება. ბალნეოთერაპიის პროცესში გამორიცხულია მედიკამენტური მკურნალობა. იშვიათ შემთხვევებში, 4-5 აბაზანის შემდეგ, პაციენტებში ვლინდება ადგილიბრივი რეაქცია. იმატებს ქავილი, ინფილტრაციისა და ჰიპერემიის ხარისხი. მოცემულ სიტუაციაში, პაციენტებს ენიშნებათ გარეგანი ლოკალური საშუალებები, რის შემდეგაც ჩივილები განიცდის უკუგანვითარებას. მასაჟი ბალნეო-კლიმატოთერაპიისას, აბაზანის მიღების შემდეგ, პაციენტებს, სურვილის ან დანიშნულების მიხედვით, უტარდებათ სამკურნალო ან ზოგად-გამაჯანსაღებელი მასაჟი.
599 22 55 80
  • turntable