სამთა ნუნისი
"Samta Park Hotel"
NUNISI

 კურორტი

 

         ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში, ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები - ჰავა და მაღალი ტუტიანობით გამორჩეული წყალი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებს.

 

 ნუნისის მაკურნებელი ძალის საიდუმლო წყლის შემადგენლობაშია. საქმე ის გახლავთ, რომ ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა (pH8,3) ახასიათებს. ამის წყალობით კანის რქოვანი შრე იშლება და მინერალური წყალი კანში ღრმად აღწევს, ეს კი მის თერაპიულ მოქმედებას აძლიერებს. თავად წყლის სამკურნალო თვისებებს კი კაჟმჟავას მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს.

 

კაჟმჟავას შემცველობის გამო ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე, ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია, რომელსაც ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ნიშნავს ექიმი - დერმატოლოგი. თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

  

599 22 55 80